ისრაელი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებზე თავდასხმას უარყოფს

ისრაელი უარყოფს, რომ მისმა ჯარებმა ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებში, პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა.

„ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხა ღაზას მცხოვრებლებს დახმარების განაწილების პუნქტებზე მცდარია“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტს იკვლევენ და მედიას მოუწოდებენ, მხოლოდ სანდო ინფორმაციას დაეყრდნოს.

მანამდე, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ ორ თავდასხმას მინიმუმ 29 ადამიანი ემსხვერპლა. უწყების მტკიცებით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ალ-ნუსეირატას ბანაკში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე საჰაერო თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ადამიანებს, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზის შემოვლით გზაზე დახმარების მანქანებს ელოდნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე