უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27-ვე დრონი გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა წუხელ, უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს - X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს Shahed-ის ტიპის 27 უპილოტო საფრენი აპარატით.

უკრაინელებმა "შაჰედები" კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცას და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია