ბექა ოდიშარია ორ მოსამართლეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოს არ ეთანხმება - ამ მოსამართლეებს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას - წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო

ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას. წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო. როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ ყველაზე მეტად, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. "ვეტინგთან" დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს.

როგორც ოდიშარია აცხადებს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სწორედ ეს ორი მოსამართლე არ არის რაღაცაში კეთილსინდისიერი.

მისივე თქმით, "ვეტინგის" სისტემა არის "ადეიშვილიზმი", ანუ ზურაბ ადეიშვილის სისტემა.

"მე როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, მათაც დაანებონ თავი კეკლუცობას, იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოსო. შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები. ხომ იცით, როგორც ხდება, ის ადამიანები ხმაურობენ როგორც წესი და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ," - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ უზენაესი სასამართლოს პოზიციას ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ იზიარებს. მანამდე, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო