„საქართველოს ბანკის“ პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკის“ პროექტი, „გასტროლები“, რომლის მიზანი საქართველოში არსებული გამორჩეული კონცეფციის მქონე გასტრონომიული ობიექტების წარმოჩენა და ბიზნესის წახალისებაა, მეორე სეზონით დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მისი მეშვეობით უკვე არაერთმა კვების ობიექტმა პოპულარობა მოიპოვა და ახალი მომხმარებლები შეიძინა.

„გასტროლები“ YouTube-ის ვიდეო-სერიების ფორმატს ითვალისწინებს, სადაც შეფი, დიმიტრი რჩეულიშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალ თუ კარგად ცნობილ კვების ობიექტებს სტუმრობს და მათი შექმნის ისტორიას, ტრადიციებსა თუ სამზარეულოს მაყურებელს აცნობს. ამასთან, გასტრო-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში ჩართულ კაფე-რესტორნებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის სპეციალური პირობებიც მოქმედებს.

„გასტროლების“ მორიგ ეპიზოდში, დიმიტრი რჩეულიშვილი და სპორტული კომენტატორი, გიორგი კალატოზი, თბილისში მდებარე ობიექტებს - „Pub 44-სა“ და „დროშები ჩქარას“ ესტუმრნენ. „Pub 44“ სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ირლანდიური სტილის პაბია, ხოლო „დროშები ჩქარა“ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბარია, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. ამ ობიექტებს აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანში შესაძლებელია საზეიმო განწყობითა და გემრიელი კერძების თანხლებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოახლოებული მატჩები ნახოთ და გუნდს უგულშემატკივროთ.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ის მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და „პლეი ოფის“ ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. „საქართველოს ბანკი“ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია.

საგულისხმოა, რომ პროექტ „გასტროლების“ პირველი სეზონი 16 ეპიზოდს მოიცავდა. ამ ეპიზოდებში მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კაფე-რესტორანი გაეცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გარდა YouTube სერიებისა, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქუჩის გამოკითხვებიც, სადაც არაერთი საინტერესო ობიექტი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.

გასტროლების ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს და შეიტყვეთ იმ ადგილების შესახებ, საიდანაც შეგიძლიათ უგულშემატკივროთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, თუ სტადიონზე სტუმრობას ვერ ახერხებთ“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე