საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარ მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკა განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონეს და მის გავლენას სამომხმარებლო ფასებზე, ასევე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს, რომლის ნიშნულიც 0.75%-ით შემცირდა. განიხილეს ექსპორტ-იმპორტისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლზე და ფუნქციაზე, რომელიც თავის მხრივ, ახალ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის.

BAG ინდექსის მიმოხილვის მიხედვით ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ კვალიფიციური კადრებისა და ადამიანური რესურსის დეფიციტი სახელდება, შესაბამისად ყურადღება დაეთმო პროფესიულ განათლების როლს და ამ მიმართულებით კომპანიების საქმიანობასა და ჩართულობას.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს ქვეყანას.

„ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ მისიასთან განვიხილეთ ის ეკონომიკური პარამეტრები და მოვლენები, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს