დავით მათიკაშვილი მელია-გვარამიაზე - წარმოუდგენელია ამ ორ „ნაც“, ოდიოზურ პიროვნებას შორის ისეთი ერთობა და კონგლომერატი, რომ საზოგადოებას თავი შუაშისტურ ძალად მოაჩვენო

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ - ეს მხოლოდ ყვავილებია, რეალურ შედეგებს ძალიან მალე დაინახავს საზოგადოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ერთობაზე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას “მათ შორის შესაძლო უთანხმოებასა და როლების განაწილებაზე”.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მელიასა და გვარამიას შორის ერთობა შეუძლებელია.

“წარმოუდგენელია ამ ორ “ნაც”, ოდიოზურ პიროვნებას შორის ისეთი ერთობა და ისეთი კონგლომერატი, რომ საზოგადოებას, ჯერ ერთი, თავი შუაშისტურ ძალად მოაჩვენონ და შემდეგ იმდენად ააწყონ შიდაპარტიული თემები, რომ ურთიერთდაპირისპირება არ მოხდეს. ეს არის აბსოლუტურად, სრულიად გამორიცხული რამ. აქაც ჩანს მათი “ნაცური” ბუნება. ის “ტრადიციები”, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან ერთსაც და მეორესაც დღემდე მოჰყვება. საზოგადოებისთვის კიდეც ერთი დასტურია, რომ რეალურად, არა რაღაც მესამე ძალასთან აქვს საქმე, არამედ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ტიპური კლონი (სააკაშვილის მიერ დარქმეული), რომელსაც არჩევნებზე 5%-მდე ასვლა ძალიან გაუჭირდება”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია