ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი.

მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმის ხელშეწყობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია