შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი - სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი კიდევ ერთხელ შეაყარონ

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, რადიკალიზმით გამორჩეული ნიკა მელია და ნიკა გვარამია გარეთ ყოფილიყვნენ, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ.

„თავის დროზე, არც გიორგი ვაშაძეს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს ერთადერთი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომელიც, თავის მხრივ, სრულად მართულია უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება, რომ ის რამენაირად დაიხსნან ციხიდან. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მას რამენაირად ისევ დაუბრუნონ ძალაუფლება, რათა გამოყენებული იყოს სხვა უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც იყო ჩადებული ძალისხმევა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნისთვის. ყველა ვხედავთ, საერთო მიზანი რა იყო. ნიკა მელიას შემთხვევაში, გვეუბნებოდნენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის გარეთ ყოფილიყო. ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ შედეგი უკვე ჩანს, მიზანი იყო - „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რაღაც რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ. ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია