შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუმცა ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს და არა ქართველი ხალხისგან.

„მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია