ლევან ხაბეიშვილი - თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება

თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ანსამბლ „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლის უფლება არ მისცეს და აჭარიდან არ გამოუშვეს.

„ჩემი აზრით, ეს კონკრეტული ერთი ადამიანის პრობლემაა ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის პრობლემები სხვა თემებს უკავშირდება, როგორიც არის გაზრდილი ფასები, გაძვირებული ცხოვრება და თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საფიქრალი, მათ შორის, პოლიტიკოსებს, უნდა ჰქონდეთ ხალხის პრობლემებზე და არა იმ თემებზე, რომელიც საინტერესოა ხელისუფლებისთვის, რომ იყოს განხილვის საგანი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია