გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი „ინტრიგის კანტორად“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ვოლსკიმ 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.

ვოლსკის თქმით, „ვეტინგის“ მხარდაჭერა „პოლიტიკური განცხადებაა“.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა. რას ნიშნავს, როდესაც გარკვეული მოსამართლე აცხადებს, რომ „ვეტინგის” კამპანიას ემხრობა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთ დამცირებას, როგორიც არის გინდაც ამ 5 მოსამართლის, გინდაც სხვების გამოცდაზე გაყვანა და სკოლის მოწაფეების როლში ჩაყენება. ეს პირდაპირ პოლიტიკური განცხადებაა და ამას გარკვეული იერი და სუნი დაჰკრავს იმ პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა სასამართლოსთან დაკავშირებით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.

როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუთი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი