დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)" N2 ცვლილების შეთანხმება" წარუდგინა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თავდაპირველი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 28 მლნ ევროს გამოყოფას, რომელიც შემდეგ 38 მლნ ევრომდე გაიზარდა. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე წარუდგინა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)", რომელიც ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას ეხება. „საუბარია 22 მლნ ევროს სესხებაზე, დამატებით 4 მლნ ევრო სესხის სახით კი მწვანე კლიმატის ფონდიდან გამოიყოფა და ჯამში, 26 მლნ ევრო იქნება მიმართული საწარმოს მშენებლობაზე", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N5 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე" იმსჯელა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობის დასაფინანსებლად არსებული დანაკლისის შევსებას. ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობის დასაფინანსებელი დანაკლისის შევსებას ეხება ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტი - 2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)" და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)" N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება". კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში