დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა - ამ ეტაპზე ვითხოვთ, რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე

ამ ეტაპზე ვითხოვთ, რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე, - ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან პასუხად იღებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით საქმის გამოძიებისთვის. ნატო ხუტაშვილის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელია გამოძიება სრულფასოვანი იყო.

„სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ქმედებები. მათ არ გამოიყენეს ის მეთოდებით, რაც მათ ხელთ იყო. ძალიან ბევრი ხარვეზია ჩამოთვლილი ამ ჩამონათვალში.

ამ ეტაპზე ვითხოვთ რომ გამოიყოს საგამოძიებო ჯგუფი, კვალიფიციური სპეციალისტებით და იმუშაონ ანის საქმეზე. სულ ისმის ერთი და იგივე, რომ არ ჰყოფნით კადრები, რათა ამ საქმესთან დაკავშირებით იმუშაონ. ასეთ პირობებში შეუძლებელია გამოძიება სრულფასოვანი იყოს“,- განაცხადა ხუტაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ მომხდარა გარდაცვლილი გოგოს ტანსაცმლის ექსპერტიზა, ამჟამად კი ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

„დროზე არ მოხერხდა ექსპერტიზაში ანის ტანსაცმლის გაგზავნა. მოლაპარაკებები ხანგრძლივია. იმედი მაქვს, რომ ტანსაცმელი გაიგზავნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობას ორ ქვეყანასთან“,- განაცხადა 12 წლის ანის დედამ.

ნატო ხუტაშვილის თქმით, ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ფოტორობოტთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მიიღეს ინფორმაციები. ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

„უამრავი ადამიანი შემეხმიანა ინფორმაციით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ხდება. ვიმეორებ, რომ საგამოძიებო ორგანოს კადრები არ ჰყოფნის, ამიტომ ვდგებით ასეთი საკითხის წინაშე, ჯერ ეს ხალხი გადავამოწმოთ, რომელთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია თუ გავაკეთოთ სხვა რამ. სულ დილემის წინაშე ვარ, ჯერ რა გავაკეთოთ. არ ხდება ისე, რომ პარალელურად ხდებოდეს რაღაც, რაც სწრაფად გაგვიყვანს შედეგამდე. 1 წელია ერთ ადგილზე ვართ და შედეგი არ გვაქვს. ასეთი ტემპით შედეგი ნამდვილად არ დადგება“,- განაცხადა ნატო ხუტაშვილი.

როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში