ანა დოლიძე - ორივე მხარე ძალიან ამარტივებს სიტუაციას, როცა მთელი მართლმსაჯულების მომავალი „ვეტინგის“ საკითხამდე დაჰყავს - იუსტიციის საბჭო დასაშლელია

ორივე მხარე ძალიან ამარტივებს სიტუაციას, როცა მთელი მართლმსაჯულების მომავალი ამ ერთ „ვეტინგის“ საკითხამდე დაჰყავს - იუსტიციის საბჭო დასაშლელია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად „ვეტინგის სისტემასთან“ დაკავშირებით დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ცვლილების მოლოდინი მხოლოდ 27 ოქტომბრიდან უნდა გვქონდეს.

„ორივე მხარე ძალიან ამარტივებს სიტუაციას, როცა მთელი მართლმსაჯულების მომავალი ამ ერთ „ვეტინგის“ საკითხამდე დაჰყავს. ჩვენ, კომპეტენტურმა საზოგადოებამ სასამართლოში სისტემური რეფორმა უნდა გავატაროთ.

იუსტიციის საბჭო დასაშლელია. ეს ჩვენს ხედვაში არის. მოსამართლეები ერთი კრებით კი არა, ყრილობებით უნდა ავირჩიოთ. „ვეტინგთან“ დაკავშირებით დღევანდელ დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ცვლილების მოლოდინი მხოლოდ 27 ოქტომბრიდან უნდა გვქონდეს. მხოლოდ „ვეტინგის“ შემოღებით სისტემა არ აშენდება. ის საჭიროა, თუმცა გადამწყვეტი არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გარდა ამისა, ანა დოლიძემ მომავალ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებსა და მათი გაერთიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ მუდმივად გაუმეორებენ, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს, ეს ამომრჩეველში „ნიჰილიზმს დათესავს“.

როგორც მან აღნიშნა, მოწოდებები, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ უპასუხისმგებლოა, რადგან „ქართული ოცნება“ ყველა შანსს იყენებს იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ დაარქვას.

„ამომრჩევლის უმრავლესობა დღეს გადაუწყვეტელია და არჩევნების წინა დღემდე ასე იქნება. აქედან გამომდინარე, გარღვევის დრო არის. თუ ვინმე ამ ამომრჩეველს მუდმივად გაუმეორებს, რომ მაინც „ქართული ოცნება“ მოიგებს და ხმებს ის წაიღებს, ეს ნიჰილიზმის დათესვა და ფარ-ხმალის დაყრაა. პირიქით, უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მოვიგებთ და ამ სულისკვეთებით მოვიყვანოთ არჩევნებზე.

რაც შეეხება გაერთიანებას, მაყურებლის უმრავლესობამ იცის, რომ ზოგ შემთხვევაში, გაერთიანებით პარტიები ერთმანეთს გააბათილებდნენ. უპასუხისმგებლოა მოწოდებები - „ყველა გაერთიანდით“. როგორ უნდა გავერთიანდეთ? ეს გაერთიანებაც „ქართული ოცნების“ საქმეა, ყველა შესაძლებლობას ნახულობენ, რომ ყველას „ნაციონალური მოძრაობა“ დაარქვან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ