იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება.

ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

19 მარტს კი ნატო-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით ფაშინიანისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია