ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა

დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდზე თავდასხმა დილით განხორციელდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქის თავზე რვა RM-70 Vampire ჭურვი და ორი დრონი ჩამოაგდეს.

სოციალურ ქსელებში დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები გავრცელდა. დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სულ მცირე 15 მანქანა დაზიანდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს