ხონში, ყოფილი სიძის მიერ დაჭრილ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ხონში, ყოფილი სიძის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. მას გადაუდებელი ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალს ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

50 წლამდე ქალი ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით გუშინ დაჭრა. დაჭრილი ჯერ ხონის კლინიკაში შეიყვანეს, იქიდან კი, ქუთაისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.ა

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია