„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობით გერმანიაში კონფერენცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის Prowein Dusseldorf ფარგლებში, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო ბოლო წლებში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდა.

„მსგავსი მასშტაბით სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლების შეკრება პირველად გაიმართა და მისი მიზანი იყო განვლილი საქმიანობის შეფასება და იმ სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა, ასევე ღვინის გლობალურ ბაზარზე ჩვენი ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოყალიბება. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, რისი შემადგენელი ნაწილიც კონტრაქტორ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობაა“, - აღნიშნა „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

შეხვედრას „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი ორგანიზაციების: Colangelo & Partners (აშშ), Meiburg Wine Media (ჩინეთი), Swirl Wine Group (დიდი ბრიტანეთი), People PR (პოლონეთი), ff.k Public Relations (გერმანია) ხელმძღვანელები და ღვინის მაგისტრი ქესიდი დარტი (ჩინეთი) ესწრებოდნენ.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ კოლეგებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაფართოოთ ქართული ღვინის ბაზარი მსოფლიო მასშტაბით; ვფიქრობთ სტრატეგიებზე, რომლებიც დაეხმარება მსოფლიოს, შეიყვაროს ქართული ღვინო, ისევე როგორც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ განვიხილავთ ახალ მიდგომებს, რომელთა დანერგვაც შეგვიძლია გლობალური მასშტაბით. ჩვენ უნდა გავიგოთ ქართული ღვინის კულტურა და ვიგრძნოთ თავი მის ნაწილად, რომელიც არის ძალიან ძლიერი, თანამედროვე და დინამიური ღვინის სამყაროსთვის“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა, მარკეტინგული კომპანიის - Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელმა დებრა მეიბურგმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია