ემანუელ მაკრონი - ჩვენ არანაირი ლიმიტი არ გვაქვს, რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოვახდენთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას არ აქვს ლიმიტი უკრაინის დახმარებაში და რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოახდენს.

„მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ გავყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ არ გვაქვს ლიმიტი და რეაგირებას მოვახდენთ იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში სიტუაცია ისე რთულია, როგორც არასდროს. რუსეთი გადავიდა ომის ეკონომიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე "ბევრი გაურკვევლობაა პერსპექტივების შესახებ".

„ამიტომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არა მხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობისკენ, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტი არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ლიმიტი?“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, უპასუხებს თუ არა ტელეფონს, თუ მას ვლადიმირ პუტინი დაურეკავს, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, ვუპასუხებ. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მოვუსმენ იმას, რასაც ის მთავაზობს. მე მჯერა. რომ საფრანგეთის როლია, ომის ნერვი იყოს, როგორც ჩერჩილმა თქვა. აუცილებელია, ერთი მხრივ, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. სწორედ ამიტომ, თუ მოულოდნელად მას მოუნდება რაიმეს შეთავაზება, მე მოვუსმენ მის წინადადებას, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი მოლაპარაკება არის მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ორი სახელმწიფოს (რუსეთისა და უკრაინის) მეთაურები“, - აღნიშნა მაკრონმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია