რუსებმა უკრაინას 7 რაკეტით და 16 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს „ს-300“ ტიპის ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით, ჩერნიგოვის ოლქს - კი „ხ-59“ ტიპის ორი მართვადი რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ასევე 16 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უკრაინელებმა 14 მათგანი ჩამოაგდეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია