ბექა ოდიშარია - ჩვენს მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა - მერვე თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანად ბეჭებზე ვდებთ, არანაირი გაყალბება არ გვჭირდება

მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანათ ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

„ღრმა წუხილს გამოვხატავ, რომ ჩვენ მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა. საკუთარი განცხადებებით ამას ყოველდღე ამყარებს. ჩვენ, ყოველგვარი გაყალბების გარეშე უკვე მერამდენე არჩევნებია, თვლაც კი გაჭირდა, მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანათ ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ. ზურაბიშვილს მოვუწოდებდი, სახე შეინარჩუნოს და რაიმენაირად საკუთარი ვადის ამოწურვამდე თავი მიიტანოს მოჩვენებით მაინც ისეთ პრეზიდენტად, როგორც აირჩია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა“,-აღნიშნა ოდიშარიამ.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს, თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს ცესკოსთან დაკავშირებით, ოდიშარია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მისი ასეთი ინტერვენცია, რომელიც საფუძველს არის მოკლებული, არ იქნება მიღებული.

„მით უმეტეს, ვეტოს სახით გამოხატული დემარში მიმდინარე კვირას დაძლეული იქნება. მყარად მიგვაჩნია, რომ ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება გამყარებული იყოს კანონმდებლობით, სტაბილური იყოს და საკუთარი ქმედებები განახორციელოს იმგვარად, რომ ქართველ ხალხს წაადგეს. ყველა დემარში, იქნება ეს საარჩევნო კომისია, თუ სხვა, ყველა ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს ჩვენგან იქნება აღკვეთილი, მათ შორის, ვეტო იქნება დაძლეული“,- აღნიშნავს ოდიშარია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო