პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ლევილს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში, ლევილს ესტუმრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლევილის ქართველ მამულიშვილთა პანთეონში დაკრძალულ ქართველ მოღვაწეთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია