დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს დღეს ეწვევა. 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია