ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მისი ბოლო ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს.

„მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან მსოფლიოში არავინაა დაზღვეული. მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და დაარქმევენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სჩადის, დანაშაულია და ყველაფრისთვის, რაც რუსმა მკვლელებმა ომში პუტინის სამუდამო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გააკეთეს, საჭიროა სამართლიანი შურისძიება.

„მას ყველაფერზე მეტად მხოლოდ ერთი რამის ეშინია - სამართლიანობის. არჩევნების ამ იმიტაციას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს. ამ ფიგურის ბოლო, ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს