კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება

როგორ წარმოგიდგენიათ ავტომობილის შერჩევის სტანდარტული პროცესი? პირველ რიგში, ვეცნობით განცხადებებს ინტერნეტში, მივდივართ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ავტობაზრობებზე, ვუსმენთ აბსოლუტურად ყველას და ვცდილობთ, ამდენ შეფასებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვიპოვოთ და ჩავეჭიდოთ, ქალაქის ერთი უბნიდან მეორე უბანში ვნახულობთ ყველა სასურველ ვარიანტს, მივდივართ ტექნიკურ შემოწმებაზე და ეს შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.

და როგორ წარმოგიდგენიათ რეალობა, სადაც ეს პროცესი უკვე გავლილია, მეზობლის ნაცვლად, კომპეტენტური გაყიდვების მენეჯეერი დაგყვებათ, რომელიც დაუღალავად გირჩევთ და გთავაზობთ ავტომობილებს თქვენი საჭიროებების მიხედვით?

კავკასიის ავტომარკეტი მომხმარებლების სურვილებსა და საჭროებებზე მორგებული თანამედროვე და კომფორტული სივრცეა. 3000-ზე მეტი ავტომობილი აქ ბრენდის, საჭიროების, დიზაინის, ძრავის და სხვა მახასიათბლების მიხედვითაა განლაგებული ისე, რომ მომხმარებელმა სწრაფად და მარტივად შეარჩიოს მისთვის საჭირო მოდელი.

„ჩვენ ვიცით, თუ რამხელა პროცესის გავლა უწევდა აქამდე მას, ვისაც ავტომობილის ადგილზე შერჩევა და ყიდვა სურდა - დაწყებული მოდელის შერჩევიდან, დასრულებული მის შემოწმებამდე და, ხშირ შემთხვევაში, შეკეთებამდე“, აღნიშნავს ირაკლი ალექსიშვილი, კავკასიის ავტომარკეტის კომერციული დირექტორი.

ავტომობილის შერჩევისა და ყიდვის რთული და დამღლელი პროცესის გასამარტივებლად კავკასიის ავტო მარკეტმა ავტოშოპინგის უნიკალური გამოცდილება ერთ სივრცეში შექმნა. აქ მომხმარებელი იღებს რჩევებს კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებისგან, ირჩევს და ადარებს ერთმანეთს სასურველ მოდელებს და ყიდულობს როგორც ერთიანი გადახდით, ისე - სხვადასხვა, მის საჭიროებებზე მორგებული სალიზინგო პროდუქტებით.

ერთ სივრცეში წარმოდგენილია ავტომობილების ფართო ასორტიმენტი - დაწყებული უახლესი მოდელის სედანიდან, გაგრძელებული სანდო, საოჯახო SUV-ებით და დასრულებული ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილებით. შერჩევის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, ავტომობილები სწორედ, ამ საჭიროებებისა და ბრენდების მიხედვითაა დალაგებული.

გარდა სასურველი მოდელის შერჩევისა, მარკეტში გაყიდვების მენეჯერი მომხმარებელს დაეხმარება, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. „ჩვენ მათ ვაწვდით ავტომობილის შესახებ დეტალურ ისტორიას და ხშირ შემთხვევაში ვუზიარებთ აზრს და ჩვენს შეფასებას ავტომობილის შესახებ“, აღნიშნავს ირაკლი ალექსიშვილი;

თითოეული ავტომობილი, რომელიც კავკასიის ავტო მარკეტის სივრცეში მოხვდება, გადის შემოწმებას. ძრავასა და გადაცემათა კოლოფს კი მოჰყვება გარანტია, რაც დამატებით სიმშვიდე და კომფორტია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

კავკასიის ავტო მარკეტის შექმნის მთავარი იდეაც სწორედ ესაა - მომხმარებელმა ერთ სივრცეში, სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია, მისი საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და შეიძინოს მასზე იდეალურად მორგებული ავტომობილი.

“ერთი სივრცე ავტომობილის კომფორტულად ასარჩევად, გასააზრებლად, შესადარებლად, ბოლოს კი, შესაძენად და გადასაფორმებლად: სწორედ ესაა ის მნიშვნელოვანი კომფორტი, რასაც ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვპირდებით” ირაკლი ალექსიშვილი, კავკასიის ავტომარკეტის კომერციული დირექტორი.

კავკასიის ავტომარკეტში შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შეიქმნით ქ. რუსთავში, წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით