საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს

დღეს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ პარტიად დაფუძნების ყრილობა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის მთავარ კომიტეტის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს. ასევე, დამტკიცდება პარტიის წესდება და სტრუქტურა.

გარდა ამისა, დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩევენ პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობასაც.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია