პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - თუ ის კანონპროექტი გავიდა, რომელიც პარლამენტს აქვს შემუშავებული, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუკი პარლამენტი "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონპროექტი ძალაში შევა, ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიას მივიღებთ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, პარლამენტმა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და შენიშვნები გაითვალისწინოს.

"ჩვენი არგუმენტი არის ერთადერთი ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობამ, გაიზიაროს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და ის შენიშვნები, რომელიც მოცემულია ვენეციის და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას.

ის კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებული აქვს საქართველოს პარლამენტს, თუ გავიდა, ეს იქნება ერთპარტიულად დაკომპლექტებული ცესკო," - განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის,ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებულ შენიშვნებზე" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია