გიორგი სიორიძე - იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება აბსურდის თეატრის მორიგი სპექტაკლი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწყობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით - ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო

დღეს იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება მორიგი სპექტაკლი იმ აბსურდის თეატრისა, რომელსაც აწყობს „ქართული ოცნება“ საქართველოში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით - ჩემს წინააღმდეგ ბრალდებების კორიანტელი იყო, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს. ამასთან, როგორც სიორიძე აღნიშნავს, მმართველ გუნდს უნდა, რომ მას მიკერძოებულობა და პოლიტიკურად ანგაჟირებულობა დააბრალოს.

„მთელი ეს პროცესი იყო თავიდან ბოლომდე განზრახული და გამიზნული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. მათ გააგზავნეს ეს პროექტი ვენეციის კომისიაში, ჩამოვიდა დასკვნა, რომლის მსგავსიც არ ჩამოსულა საქართველოში იმდენად კრიტიკული იყო. ის ნიშნავდა, პირდაპირ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, შემდეგს - „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის „მოტივირებულ შენიშვნებზე“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია