ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გაიმართა კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2024. მასში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ცნობილი ქართული ღვინის ბრენდი TSV Estate Winery (მეღვინეობა თიესვი), რომლის მიერ წარდგენილმა ღვინომაც გამორჩეული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

გამართულ დეგუსტაციებზე განსაკუთრებით დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია TSV-ის პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინოებმა: „მეფის რჩეული“, ქისი და საფერავი, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ისინი მსურველებისთვის მისაწვდომია ქართული ღვინის მაღაზია-ბარებშიც.

“თიესვი“ მეღვინეობის სტენდს ეწვივნენ და ღვინო დააგემოვნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა და იაპონიაში მოღვაწე ლეგენდარული ქართველო სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

მნიშვნელოვანია, რომ TSV Estate Winery-ს წარმომადგენელმა, გიორგი ვენკომ იაპონური მედიის, მარკეტინგული, სავაჭრო და საკონსულტაციო კომპანიებისთვის გამართა სპეციალური სემინარი, რომელზეც აუდიტორიას ქართული ღვინის უძველეს ისტორიასა და თავისებურებებზე, უნიკალურ მახასიათებლებზე ესაუბრა. ასევე წარუდგინა კომპანიის პროდუქტები, ხედვა და სტრატეგია. სემინარმა დამსწრეებში, რომელთა შორისაც გარდა ღვინის 40-მდე ადგილობრივი კომპანიისა, უმაღლესი კლასის სომელიეები და ღვინის ექსპერტებიც იყვნენ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა კიდეც სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები.

გიორგი ვენკომ იაპონურ ტელეარხებთან საუბარში სწორედ იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარობა საკმაოდ იზრდება და მსგავსი გამოფენები წარმოადგენს არსებით შესაძლებლობას, რომ იაპონელმა ღვინის მოყვარულებმა და უძველესმა ქართულმა ღვინომ ერთმანეთი კარგად გაიცნონ.

TSV Estate Winery ნიდერლანდებში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და კულტურის მოღვაწემ, თიკა სვანიძე-ვენკომ დააარსა 2020 წელს. კომპანიის მიზანია, მთელს მსოფლიოს ღვინის ენაზე მოუთხროს საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ამიტომაც, „თიესვი“ ორიენტირებულია მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქციაზე, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციითა და გემოვნური თვისებებით. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები აქამდე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გამხდარა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „საკურას“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მიღებული ჯილდოები - ოქროსა (საფერავი) და ვერცხლის („მეფის რჩეული) მედლები. როგორც TSV Estate Winery-ს წარმომადგენლები აანონსებენ, მალე მათი ღვინო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ 3 საუკეთესო რესტორანში გაიყიდება.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო