დავით უსუფაშვილი - ნაბიჯები გადადგმულია იქეთ, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ ცესკოზე დიქტატი გაიზარდოს - „ლელოს“ ამის არ ეშინია, რაც არ უნდა ცვლილებები შეიტანონ, ხალხის ნებას ვერაფრით შეეწინააღმდეგებიან

ნაბიჯები გადადგმულია იქეთ, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ ცესკოზე დიქტატი გაიზარდოს. “ლელოს“ ამისი არ ეშინია, რაც არ უნდა ცვლილებები შეიტანონ, ხალხის ნებას ვერაფრით შეეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ქვეყნის მდგომარეობას ართულებს, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი არ სრულდება.

„გადაიდგა სამი ძალიან დიდი ნაბიჯი უკან. კერძოდ, პრეზიდენტს უფლებამოსილება შემცირდა ცესკოს დაკომპლექტების პროცესში და გაიზარდა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევის კვორუმი დაიწია, ოპოზიციის წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უქმდება. ანუ, სამივე ნაბიჯი გადადგმულია იქეთ, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე - ცესკოზე გაიზარდოს დიქტატი. „ლელოს“ ამისი არ ეშინია. რაც არ უნდა ცვლილებები შეიტანონ ხალხის ნებას ვერაფრით შეეწინააღმდეგებიან, უბრალოდ ეს ართულებს ქვეყნის მდგომარეობას, ვინაიდან, ეს ყველაფერი სრულიად ცალსახად ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 9 რეკომენდაციიდან მეოთხეს ხელისუფლება არ ასრულებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია