პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ” პარტიად დაფუძნების ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი ერთხმად აირჩიეს.

ამასთან, „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეკრებილ დელეგატებს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები წარუდგინა: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელთა არჩევაც ასევე ერთხმად მოხდა.

დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩა პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობაც. ასევე, დაამტკიცა პარტიის წესდება და სტრუქტურა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია