ევროპული საბჭოს წევრები - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თავისი ძალა და შესაძლებლობები უნდა გაზარდოს

უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი ძალა და შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს ათზე მეტი წევრის წერილშია აღნიშნული.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა სწრაფი, ღრმა და გრძელვადიანი ცვლილებები მოიტანა ევროპის უსაფრთხოების გარემოში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი ძალა და შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უახლოეს თვეებში ჩვენ განვსაზღვრავთ ევროკავშირის სამომავლო სტრატეგიულ პრიორიტეტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი“, - აღნიშნულია წერილში.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) უნდა მიეცეს უფლებამოსილება განახორციელოს თავდაცვის ინიციატივებში ინვესტიციები არსებული ორმაგი დანიშნულების პროექტების გარდა.

„ეს ნიშნავს ორმაგი დანიშნულების პროექტების ამჟამინდელი დეფინიციების განხილვას და გადაფასებას და გამორიცხული აქტივობების ჩამონათვალს, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის დაკრედიტების პოლიტიკისა და სხვა შემზღუდავი ელემენტების გადახედვას“, - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ : ფინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია