თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია და თავი აქვს ქვიშაში დამალული

„ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია და თავი აქვს ქვიშაში დამალული, როდესაც ჩვენ ვისმენთ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან განაცხადს, რომ ანექსიის პროცესზე მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პრეზიდენტი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელია, რომელიც ანექსიურ პროცესებზე ღიად საუბრობს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა შეემუშავებინა ადეკვატური პოლიტიკა, რომელიც დაპირება იყო და არ შესრულდა და „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეძლიერებინა მათ შორის ჩვენი, სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან. ის, რომ დღეს საკითხი დადგა "ქართული ოცნების" მხრიდან - „ამერიკა, თუ ჩინეთი“ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ინტერესი, რომელიც ქვეყანას აქვს, „ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, რადგანაც ამერიკის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია