სოზარ სუბარი - ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მთავარი, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების გასამართლება

ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მთავარი, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების გასამართლება - ეს არის აგენტურა, რომელიც ქართველ ხალხს არ მოასვენებს და ქართულ სახელმწიფოს, ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, სამართლიანი სახელმწიფო, - ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელმაც “უზარმაზარი ბოროტება მოიტანა საქართველოში”.

“ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მთავარი, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების გასამართლება. იმ ბოროტი ძალის, რომელმაც უზარმაზარი ბოროტება მოიტანა ამ ქვეყანაში. რომელმაც სისტემური დანაშაული დანერგა, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა დანერგა უამრავ სფეროში და ეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს აღიარებული. და ბოლოს, რომლის დანაშაულებრივი ქმედებების გამოა დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული”, - აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, კითხვაზე, ელოდა თუ არა “ხალხის ძალა” “ქართული ოცნების” მხარდაჭერას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გასამართლებასთან დაკავშირებით, სუბარმა აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია ასეთი მკაფიო არ არის.

“ოცნების” წარმომადგენელთა პოზიციებს პერიოდულად ისმენთ ხოლმე და პრაქტიკულად ამბობენ, რომ ამ პარტიას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა მათი პოზიცია მათ გასამართლებასთან დაკავშირებით ასეთი მკაფიო არ არის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ისეთი ვითარება იქნება, რომ ისინი იძულებული იქნებიან დათანხმდნენ ჩვენს ამ წინადადებას. თვითონ ის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი “ნაციონალურ მოძრაობას”, ამაში ეჭვი არავის ეპარება, “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს. მათი პოზიცია განსხვავებულია იმ კუთხით, არის თუ არა საჭირო მათი გასამართლება. მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. გახსოვთ, რომ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ “ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს და ჩვენ მათი წარსულის გამოძიებას არ დავიწყებთ”. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არის აგენტურა, რომელიც ქართველ ხალხს არ მოასვენებს და ქართულ სახელმწიფოს, ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, სამართლიანი სახელმწიფო, სანამ ეს შეფასება და გასამართლება არ შედგება”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია