ნათია თურნავა - პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ

ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ IMF-ის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პროგრამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.

“არის გარკვეული საკითხები, რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს კონცენტრირებული, რაც უფრო პრინციპულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კანონს და მმართველობითი სტრუქტურის გაძლიერების რეფორმას, ეს საკითხი დაახლოებით 3 წელია განხილვის ქვეშაა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციის გარეთ და მოითხოვს უფრო ფართო მსჯელობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს და ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა მხარდამჭერი პროგრამა საქართველოს ზაფხულში შეუჩერა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია