პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას.

„ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ბიჭვინთის აგარაკების, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სოხუმის აეროპორტის საკითხზე” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს