ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა საავადმყოფოს ოთახებიდან იარაღი ამოიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია