ფილიპე ლაზარინი - ღაზაში კრიზისის მოგვარება სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი

ღაზაში კრიზისის მოგვარება სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამეჰ შუკრისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ დროის წინააღმდეგ რბოლაში ვართ ჩაბმული, რათა ღაზის სექტორში შიმშილის გავრცელება და მისი მოსალოდნელი შედეგები შევაჩეროთ. კრიზისის მოგვარება და სიტუაციის შეცვლა სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ფილიპე ლაზარინიმ.

ლაზარინიმ აღნიშნა, რომ ღაზაში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 150-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.

მისივე თქმით, იგი რაფაჰში წასვლას აპირებდა, თუმცა შესვლაზე უარი განუცხადეს.

„დღეს რაფაჰში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ერთი საათის წინ შემატყობინეს, რომ იქ ჩემი შესვლა უარყოფილია“, - აღნიშნა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია