პაატა დავითაია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარის განცხადებაზე - არცერთი ასეთი ტესტი არ უნდა „გავატაროთ“, უნდა იყოს მკაცრი რეაგირება

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს მკაცრი რეაგირება, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარის, ალან ალბოროვის განცხადება შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება.

როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთი არ არის მზად რუსეთთან შეერთებით, ამიტომაც 4-ჯერ გადაიდო რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის საკითხი.

„4-ჯერ ჩაატარეს რეფერენდუმი, 4-ჯერ მიმართეს და ოთხივეჯერ ვითომ, გადაიდო საკითხი. გადადებასთან დაკავშირებით მაქვს მარტივი განმარტება: გადაიდო იმიტომ, რომ აფხაზეთი არ არის მზად მიერთებისთვის. არ მიიერთებენ ჯერ ოსეთს და შემდეგ აფხაზეთს, ეს ერთ დღეს მოხდება, თუ ამას გააკეთებენ. რუსეთი ელოდება ინალ არძინბას, როდესაც მას შეეძლება, გახდეს პრეზიდენტი, რომ მან მოაწეროს ხელი. ამასთან დაკავშირებით [მიერთებაზე] ოსეთში პრობლემა არ აქვთ“, - განაცხადა დავითაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მსგავს განცხადებებთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

„რაღაც ხომ უნდა გაეფუჭებინათ სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით და ეს განცხადება გააკეთებინეს: თუ სტოლტენბერგთან კარგად იქნებით, ეს საფრთხეები გელოდებათ“. ეს „მესიჯებია“ სხვა არაფერი. საკითხი არის ის რომ ჩვენ რას ვაკეთებთ? ხელისუფლებში პოზიცია იყო ის, რომ „მერე რა ასეთი რამ 4-ჯერ თქვეს“. ასე არ არის, ეს მათი მხრიდან ტესტ რეჟიმია. არცერთი ასეთი ტესტი არ უნდა "გავატაროთ" , ყველაფერზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, დავითაიამ ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ხელისუფლების მითვისება.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ხელისუფლების მითვისება, რადგან არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება ის, რაც პუტინმა გააკეთა - კონსტიტუციის შეცვლით, იმ მანიპულაციებით, ოპონენტები რომ არ ჰყავდა, იმ რეჟიმით, რაც მან შექმნა, განცხადებით, რაც მოდის აშშ-დან და პარტნიორებისგან, ამიტომ ეს არის ხელისუფლების მითვისება და როცა ხელისუფლებას ითვისებ, მიდიხარ შენი რეჟიმის გამკაცრებაზე. რით უნდა გაამკაცროს რეჟიმი, მხოლოდ და მხოლოდ, ტოტალური ომით, ტოტალური საბრძოლო მოქმედებით და ტოტალური საფრთხით, თითქოს, რუსეთზე თავდასხმას აპირებს ვინმე“,- განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, მან ვლადიმერ პუტინის განცხადება განმარტა, რომელმაც განაცხადა, რომ არ გამორიცხავს იძულებული გახდეს შექმნას გარკვეული სანიტარული ზონა იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს კიევის დაქვემდებარებაშია.

დავითაიას თქმით, გაურკვეველია რა გაგებით ახსენა პუტინმა სანიტარული ზონა: ნათქვამი იყო რომ შეიარაღება არ იყოს თუ ეთნიკური წმენდის კუთხით.

„ყველაზე საინტერესო არის, რომ პუტინმა დააანონსა ესკალაციის თემა, ე.წ. სანიტარული ზონის ტერმინოლოგიის გამოყენებით.

მოდი ვილაპარაკოთ სანიტარულ ზონაზე არა სამხედრო თვალსაზრისით. სანიტარული ზონა ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საზღვრიდან, რაღაც პერიმეტრზე არ უნდა იყოს საჯარისო წარმონაქმნი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რაკეტების ფრენის რადიუსზე ერთმანეთში დარტყმა არ უნდა მოხდეს, ამიტომ სანიტარული ზონა უნდა იყოს გაწმენდილი.

ამაზე უკრაინა არ დათანხმდება, ამიტომ რუსეთი იწყებს მოქმედებას „გაწმენდის“ ღონისძიების სახით. ანგრევს შენობებს, წმენდს ყველაფრისგან და მკვდარ ზონას აკეთებს.

მთავარი არის ის, რომ რა არის სანიტარული ზონა და სად არის საზღვარი. რა გაგებით არის ნათქვამი: ნათქვამია, რომ შეიარაღება არ იყოს თუ ნათქვამია ეთნიკური წმენდის კუთხით?“,- განაცხადა დავითაიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე