ჯეიკ სალივანი - ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ რიგით მესამე სამხედრო ოფიციალური პირი დაიღუპა

ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ რიგით მესამე სამხედრო ოფიციალური პირი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანი ავრცელებს.

ჯეიკ სალივანი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც „ჰამასის“ სამხედრო ფრთის უფროსის მოადგილის, მარვან ისას დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

„დანარჩენი ლიდერები იმალებიან, სავარაუდოდ, „ჰამასის“ გვირაბების ქსელში და სამართლიანობა მათთანაც მიაღწევს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ცნობისთვის, გუშინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისას ბედის დაფარვას ცდილობდა, მას შემდეგ, რაც იგი გასულ კვირას, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია