შარლ მიშელი - ევროპა „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე უნდა გადავიდეს, თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“ რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სტატიაშია აღნიშნული.

„თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, - განაცხადა მიშელმა.

მიშელმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიეღო ის, რაც ბრძოლის ველზე სჭირდება - მათ შორის, ევროკავშირის ფულის სამხედრო აღჭურვილობაზე დახარჯვით და რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია