ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

„მდივანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ასევე, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას და ღაზის პოსტ-კონფლიქტური დაგეგმვის კოორდინაციას, მათ შორის იმას, რომ „ჰამასმა“ მართვა ვეღარ შეძლოს და 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები არ გაიმეოროს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი პალესტინელი ხალხის პოლიტიკურ გზასაც განიხილავს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის მეექვსე ვიზიტი იქნება.