ენტონი ბლინკენი - ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ

ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფილიპინელ კოლეგასთან, ენრიკე მანოლოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და ჩვენს მტკიცე თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, მათ შორის ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„ეს საზღვაო მარშრუტები ფილიპინებისთვის კრიტიკულია, მათ შორის, მისი ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონის, აშშ-ისა და მსოფლიოს ინტერესებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, მომავალ თვეში, აშშ, იაპონია და ფილიპინები ვაშინგტონში ერთობლივ სამიტს გამართავენ, სადაც მხარეები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებებსა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება