ცესკო-ს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის.

“ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ელჩს ასევე გააცნო ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში სადამკვირვებლო მიმართულებით. ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალწლიან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია