თემურ ცამციშვილი - იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი ყოფილიყო, დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ქუთაისს ძალიან შეეხო და იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ყოფილიყო ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი, ქუთაისი დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან და მივიღეთ ის, რომ ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქიდან გახდა მეოთხე ქალაქი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისში დემოგრაფიულ პრობლემას მიგრაციასთან ერთად, შობადობის დაბალი მაჩვენებელიც ამწვავებს.

„ემიგრაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თუ აქამდე ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით იყო მეორე ქალაქი, ახლა არის მეოთხე ქალაქი. თვეში ქუთაისს, დაახლოებით, ასობით ადამიანი ტოვებს. რაც შეეხება შობადობის სტატისტიკას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ადამიანების უმეტესი რაოდენობა არის ახალგაზრდა, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს შობადობის მიხედვით. 1767 გვაქვს დაბადების რიცხვი და გარდაცვალება გვაქვს - 2118, ანუ ბუნებრივი მატება არ გვაქვს. ყველაფერმა ამან კი მოგვიტანა ის, რომ ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქიდან გახდა მეოთხე ქალაქი”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს