შალვა პაპუაშვილი - სამი ტყუილი ითქვა მოტივირებულ შენიშვნებზე - სალომე ზურაბიშვილის მოტივია, საბაბი შეუქმნას „ნაცმოძრაობას“, რომ უკვე მეოთხეჯერ არ აღიაროს არჩევნების შედეგები

სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის და ამისთვის საბაბებს იმზადებს“.

„რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. მეტიც, ამ კანონის პაკეტში შედიოდა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ერთი თვეა ძალაშია. მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვეტოს უფლება არ ვრცელდება. რაც შეეხება, ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს, გუშინაც ითქვა, რომ სინამდვილეში რაიმე შინაარსობრივი მოტივი არ არსებობდა. კერძოდ, ითქვა, თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იყოს ასე მიღებული, ვინაიდან, ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც არის ტყუილი. ვინაიდან, არ არსებობს არც ერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელშიც ასეთი სისტემა იქნებოდა. მეორე, ითქვა, რომ ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები, ასევე, არ იზიარებს ამ ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე, ითქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება 9 პუნქტს, რაც ასევე, ტყუილია.

სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები. 100%-იანი გარანტირებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, როგორც 2012 ში, 2016-ში, 2020-ში. ემზადებიან რევოლუციური სცენარებისთვის და ამისთვის საბაბებს იმზადებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, ცესკო ერთპარტიული იქნება, „სისულელეა“.

„ეს ტყუილიც აღარ არის, ეს არის სისულელე, რაც გუშინ ითქვა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, თითქოს ერთპარტიული ცესკო იქნება. 8 ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ცესკოში, რა ერთპარტიულობაზეა საუბარი? ეს უკვე არითმეტიკის არცოდნაა და უფრო სწორად, იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არითმეტიკა არ იციან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით