შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება

ამ საკითხთან დაკავშირებით [ლგბტ პროპაგანდა] ოპოზიციური პარტიები უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს - ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ელოდებიან მითითებებს და როდესაც ექნებათ, ნახავთ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა. ექნებათ ერთნაირი არგუმენტები, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები „საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ“.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოვთქვით და პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. ვნახეთ, რაც იყო ამის მიზეზი. ესეც გამოვლინდა შემდეგ ერთ-ერთი “ენჯეოს“ კორესპონდენციიდან, რომ როგორც ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები, რა სახით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან. ნახავთ თქვენ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. რამდენიმე დღეში დაინახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. რაც შეეხება შინაარსს, იხილავს ყველა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება. საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ. არაერთხელ მოვიყვანე მაგალითად, რომ იმ დონეზე არის ეს ყველაფერი მისული, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია თამამი განცხადებების გაკეთება, ხაზგასმა ქალი ქალია თუ კაცი კაცია. ამის თქმა რომ უწევს, ვხვდები რა დონეზეა მისული დისკუსია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ აქამდე არ მივიდეთ. იმიტომ, რომ მერე იქიდან წამოსვლა რთულია. ვხედავთ, როდესაც რა მდგომარეობაა ქვეყანაში, შესაბამისად, ეს ინიციატივა გაგრძელდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში