პრემიერი - სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს - ეს სურვილი ვერ ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ვერ ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ვეტოს დაძლევა აუცილებელია.

„ძალიან მარტივად არის საქმე. დღეს ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში. წელიწად-ნახევრის წინ 6 თვის ვადით არის არჩეული მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს 2 წევრი. ეს არის ჩიხური მდგომარეობა. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი ჩართული ვიყავი კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას, ცესკო არ შეიძლება ჩიხში დარჩეს. სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ვერ ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს. ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს მიუღებელია იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას. აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ეს ემსახურება 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ვეტოზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მას მხარი არ დაუჭირა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია