შალვა პაპუაშვილი - ნატო-მაც ევროკავშირისგან აიღოს მაგალითი და საქართველოს რეალური გეგმა დაუსახოს, რომლითაც გვეცოდინება, რომ გაწევრიანება იქნება

ნატო-მაც მაგალითი ევროკავშირისგან აიღოს და საქართველოს რეალური გეგმა, რეალური მიზნები დაუსახოს, რომლითაც ჩვენ გვეცოდინება, რომ რაღაც მიზნებს თუ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში გაწევრიანება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო მოელის, რომ ნატო-ს მხრიდან „რეალური მიზნები და გეგმები წარმოდგენილი იქნება ისევე, როგორც ეს ხდება მაგალითად, ევროკავშირში“.

მისივე თქმით, ბურთი უკვე დიდი ხანია ნატო-ს მხარეს არის.

„რაც შეეხება ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში და მთელს რეგიონში ვიზიტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათ შორის, სულ ცოტა ხსნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა და რა თქმა უნდა, ასე მოკლე ხანში საპასუხო ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ხაზგასმა ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათისა.

ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე გაწევრიანების და ისევე, როგორც ევროკავშირში, ნატო-მაც მაგალითი ევროკავშირისგან აიღოს და საქართველოს რეალური გეგმა, რეალური მიზნები დაუსახოს, რომლითაც ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ რაღაც მიზნებს, თუ მივაღწევთ ამ შემთხვევაში გაწევრიანება იქნება. ასე რომ, საქართველო, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობების მხრივ არის მზად. შეგახსენებთ, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ჩვენ საშუალოდ ნატო-ს 5-დან 10-მდე წევრ ქვეყანას ვუსწრებთ, როგორც კორუფციის ნაკლებობის, ისე დემოკრატიული განვითარებისა და სხვა ეკონომიკური სიადვილით ბიზნესის წარმოების და სხვადასხვა მაჩვენებლებით.

რაც შეეხება თავსებადობას ქართული შეიარაღებული ძალებისა, აქაც აბსოლუტურად თავსებადია. დაახლოებით 80%-ს ჩვენი შეიარაღებული ძალებისა აქვს სხვადასხვა სახის გამოცდილება ნატო-ს ჯარებთან ერთად წვრთნებისა და მათ შორის, საბრძოლო ამოცანების შესრულებისა. აქედან გამომდინარე, არის სრული თავსებადობა. ასე რომ, ბურთი უკვე დიდი ხანია ნატო-ს მხარეს არის და ჩვენ მოველით, რომ რეალური მიზნები და გეგმები წარმოდგენილი იქნება ისევე, როგორც ეს ხდება მაგალითად, ევროკავშირში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია