ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა - დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და “არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა”.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს როგორც სამშენებლო პარტნიორის, ისე კერძო პარტნიორის წინადადებების შერჩევის ეტაპი.

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების თაობაზე, იმისთვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. ეს გეგმა ჯერ კიდევ გასულ წელს გავაცანით საზოგადოებას, ამიტომ აქ არანაირი სიურპრიზი, გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა. მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ ჯერ კიდევ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. ამჟამად შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. აქაც არანაირი სიურპრიზი არ არის. დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში. პარალელურად მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტების ეტაპი, კერძო პარტნიორის შერჩევის, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. მაისის ბოლომდე აქვთ კომპანიებს ვადა, რომ წინადადებები წარმოადგინონ. ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან - ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. ასობით გვერდი დოკუმენტია, რომელიც კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ. პროცესი მიდის ძალიან გეგმაზომიერად”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში